საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში, თბილისის დროით 16:17 საათზე 3.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
”დღეს, თბილისის დროით 16:17 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. ” – აღნიშნულია ინფორმაციაში.