ანრი ოხანაშვილი: ფაქტებით დასტურდება, რომ გახარია უდრის „ნაცმოძრაობას“

“ფაქტებით დასტურდება, რომ გიორგი გახარია უდრის „ნაციონალურ მოძრაობას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ფაქტი დასტურდება საკრებულოებში მათი კოალიციით.

„ფაქტებით დასტურდება, რომ გიორგი გახარიამ პატივი სცა არა კანონის უზენაესობას და სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპებს, არამედ  – რადიკალური ჯგუფების მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს. ეს ფაქტი ასევე დასტურდება საკრებულოებში მათი კოალიციით და „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური ლიდერების განცხადებებით. რამდენიმე თვის წინ გახარიას სხვადასხვა ეპითეტებით მოიხსენიებდნენ და მასთან რაიმე ტიპის თანამშრომლობას გამორიცხავდნენ, გავიდა რამდენიმე თვე და მასთან თანამშრომლობა შესაძლებელი გახდა. ეს კრავს იმ წრეს, რაზეც აქამდე ვამბობდით, რომ გახარია უდრის „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები