საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 32 პაციენტი ემსხვერპლა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 32 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 4 775 პირს დაუდასტურდა, 19 242 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 553 668 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 407 776, გარდაიცვალა 15 888 პაციენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები