საქართველოში კორონავირუსის 4 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 19 242 პაციენტი
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 4 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 19 242 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 32 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 351 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 329, „პისიარ“ ტესტით – 7 022.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 26,02%, ბოლო 14 დღის – 31,28%, ბოლო შვიდი დღის – 29,97%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 553 668 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 407 776 გამოჯანმრთელდა, 15 888 კი გარდაიცვალა.