შალვა პაპუაშვილი: ჩვენი მთავარი მექანიზმი არის საერთაშორისო მხარდაჭერა, არაღიარების პოლიტიკა და რუსეთის იძულება, შეწყვიტოს ოკუპაცია

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს გამოეხმაურა.

„სწორედ ეს არის ჩვენი უსაფრთხოების რისკი, რომ ვიმყოფებით ოკუპაციის პირობებში. ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან. ყოველდღიური საფრთხეები და რისკებია, რომელთანაც უწევს საქართველოს ხელისუფლებას გამკლავება. ჩვენი მთავარი მექანიზმი არის საერთაშორისო მხარდაჭერა, არაღიარების პოლიტიკა და რუსეთის იძულება, რომ შეწყვიტოს ოკუპაცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები