20 თებერვლის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 796 876 აცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 20 თებერვლის მონაცემებით, სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 796 876 აცრა.
“მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 346 490 , >18 ასაკის მოსახლეობის 46.9%. სრულად ვაქცინირებულია 1 240 491 ადამიანი , >18 ასაკის მოსახლეობის 43.2%. ბუსტერ დოზით აცრილია 207 239. 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 013 (2.26%) სრულად აცრილია – 3 073 (1.73%). 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 501 (15.42%) სრულად აცრილია- 11 018 (13.59%). 19 თებერვალს ჩატარდა1 524 აცრა. ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge. ასევე შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები