კირილ პეტკოვი: ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მისწრაფებებს მხარს ვუჭერთ

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი კირილ პეტკოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

კირილ პეტკოვი აღნიშნავს, რომ ბულგარეთი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს.

“სასარგებლო შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ვაპირებთ, რომ ვითანამშრომლოთ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ეკონომიკის სფეროებში და გვქონდეს კოორდინაცია შავი ზღვის ლოჯისტიკის ნაწილში. მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე”,-აღნიშნავს კირილ პეტკოვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები