ირაკლი ღარიბაშვილი: ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესება და ენერგეტიკის სექტორში პროექტების განხორციელების სტიმულირება ჩვენი დღის წესრიგის უპირველესი პრიორიტეტია
ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესება და ენერგეტიკის სექტორში პროექტების განხორციელების სტიმულირება ჩვენი დღის წესრიგის უპირველესი პრიორიტეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოს განზრახული აქვს ყველა სექტორში წაახალისოს მდგრადი განვითარება.
„ძალიან კარგი საუბარი მქონდა კომპანია „Siemens Energy”-ის აღმასრულებელ დირექტორ კრისტიან ბრუხთან. მრავალფუნქციური ჰაბის შესაძლებლობების პირობებში, საქართველოს განზრახული აქვს ყველა სექტორში წაახალისოს მდგრადი განვითარება. პოსტპანდემიურ პერიოდში ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესება და ენერგეტიკის სექტორში პროექტების განხორციელების სტიმულირება ჩვენი დღის წესრიგის უპირველესი პრიორიტეტია”,- წერს პრემიერ-მინისტრი.
Great discussions w/ Dr.Christian Bruch @Siemens_Energy. 🇬🇪 w/its multi-functional hub capabilities is determined to promote sustainability all across the sectors! In post-pandemic period further enhancement of business climate & promotion of energy projects is our top priority. pic.twitter.com/WZhv3rQ6aE
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) February 19, 2022