მწვრთნელს, რომელიც ფეხბურთელ გოგონებს სექსუალურად ავიწროებდა, მათთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

Two young female soccer players watching the game from the bench.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მწვრთნელს, რომელიც ფეხბურთელ გოგონებს სექსუალურად ავიწროებდა, მათთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.გადაწყვეტილება მოსამართლე სოსო ღურწკაიამ მიიღო.

დადგინდა, რომ სამ არასრულწლოვანს მწვრთნელი სექსუალურად ინტენსიურად ავიწროებდა.

არასრულწლოვნების სარჩელი ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” მოამზადა.

“მოსამართლემ დააკმაყოფილა შევიწროების ფაქტები და თქვა, რომ გოგოების, მათ შორის, არასრულწლოვანი გოგოების მიმართ ჩადენილია შევიწროების ფაქტი მწვრთნელის მხრიდან. ჩვენ ვითხოვდით აღიარებას შევიწროების ფაქტის და ამის გამო მორალური ზიანის დაკისრებას თითოეულ მათგანზე, რაც სრულად დაკმაყოფილდა,” – ამბობს PHR-ის ხელმძღვანელი, ანა აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები