ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში შტორმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

შტორმ „იუნისს“ ევროპაში სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. BBC-ის ცნობით, აღნიშნული შტორმი უძლიერესია დიდი ბრიტანეთისთვის უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. უამინდობის შედეგად, ლონდონში, 30 წლის ქალი, ჰემპშირში 20 წლის კაცი და მესიასაიდში 50 წლის მამაკაცი დაიღუპნენ.

„დაახლოებით 200 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ხოლო 250 ათასს საგანგებო გათიშვის შემდეგ კვლავ აღუდგა ელექტრომომარაგება“, – აცხადებს გარემოს დაცვის მინისტრი ჯორჯ იუსტაისი.

ნიდერლანდებში შტორმს ასევე სამი ადამიანი ემსხვერპლა, შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაუქმებულია ავიარეისები.

როგორც ცნობილია სამივე ადამიანი ამსტერდამის რეგიონში დაიღუპა. ძლიერი ქარის გამო ერთ-ერთ ადამიანს ხე დაეცა, მეორეს შემთხვევაში ხე ავტომობილს დაეცა და მძღოლი დაიღუპა. მესამეს შემთხვევაში ხე ველოსიპედისტს დაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები