ირაკლი ქადაგიშვილი: რასაც ოპოზიცია აცხადებს, არის პოლიტიკური ნარატივი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რუსთავისა და გარდაბნის ინტერესებთან
რასაც ოპოზიცია აცხადებს, არის შიდა ოპოზიციური, პოლიტიკური ნარატივი, რომელსაც ნაკლები კავშირი ან არანაირი კავშირი არ აქვს რუსთავისა და გარდაბნის ინტერესებთან, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი განცხადებით, რუსთაველი ამომრჩეველი მთავარ პირობად დააყენებს იმას, თუ რამდენად იქნება მათი მომავალი დეპუტატი მომართული სწორედ რუსთავის ინტერესების გატარებასა და პრობლემების გადაჭრაზე.
„რუსთავს მაჟორიტარ დეპუტატად ისეთი ადამიანი სჭირდება, რომელიც, პირველ ყოვლისა, ორიენტირებული რუსთავზე იქნება და მერთან ერთად ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს, რაც რუსთაველებისთვის არის აუცილებელი. ალბათ, ამომრჩეველი მთავარ პირობად დააყენებს იმას, თუ რამდენად იქნება მათი მომავალი დეპუტატი მომართული სწორედ რუსთავის ინტერესების გატარებასა და პრობლემების გადაჭრაზე.
რასაც ოპოზიცია აცხადებს, არის შიდა ოპოზიციური, პოლიტიკური ნარატივი, რომელსაც ნაკლები კავშირი ან არანაირი კავშირი არ აქვს რუსთავისა და გარდაბნის ინტერესებთან. არ შეიძლება, რომ ასეთ მძიმე დანაშაულში დადანაშაულებული პირი იყოს პარლამენტის წევრი. ამას ოპოზიცია პრინციპულად არ აღიარებს, რადგან ამ ოპოზიციას საკუთარი მმართველობის დროს დიდი დანაშაულები აქვს ჩადენილი”, – აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
მისი თქმით, ის, რომ “ოპოზიცია რამდენიმე პარტიად დაიშალა, არ ნიშნავს, რომ ზნეობა შეიცვალეს”.