რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში ბოლო 24 საათში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 3 078-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 791 310 აცრა გაკეთდა.

საქართველოში კორონავირუსის 14 405 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 24 409 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 526 205 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 348 581, გარდაიცვალა 15 771 პაციენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები