დონბასში ვითარება დაიძაბა, განხორციელდა 29 იერიში – გამოყენებულია მინსკის შეთანხმებებით აკრძალული იარაღი
რუსეთის მიერ კონბტროლირებად ლუგანსკში დღეს დილიდან ვითარება დაიძაბა. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა რამდენიმე სოფლის და დასახლებული პუნქტის მიმართულებით საარტილერიო იერიშები მიიტანეს.
უკრაინის გაერთიანებული ძალების საოპერაციო ზონაში აფიქსირებენ, რომ ადგილობრივი დროით 11:00 საათისთვის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის 29 შემთხვევა, მათგან 27 შემთხვევაში გამოყენებულია მინსკის შეთანხმებებით აკრძალული იარაღი.
აღინიშნება, რომ განსაკუთრებული ზიანი მიყენებულია ლუგანსკის ოლქის დასახლებული პუნქტში, რომლის მისამართით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 122 მმ კალიბრის მძიმე საარტილერიო იარაღიდან 32 ჭურვი ისროლა. დაზიანდა საბავშვო ბაღი, სადაც იმ დროს ბავშვები იმყოფებოდნენ. დაზარალდა კომუნალური ინფრასტრუქტურაც – სოფლის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ნოვოტოშკოვსკის გარეუბანში რუსმა დაქირავებულმა სამხედროებმა სამჯერ გახსნეს ცეცხლი 122 მმ-იანი არტილერიით, 120 მმ-იანი ნაღმტყორცნებით და ავტომატური ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარებით.
ვოდთან ახლოს ოკუპანტებმა უკრაინელი სამხედროების პოზიციებს 120 მმ-იანი ნაღმტყორცნებით, მძიმე ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებითა და ავტომატური ყუმბარებით ესროდნენ.
ტრუდოვსკის მიმართულებით გამოიყენეს 82 მმ-იანი ნაღმტყორცნები.
სტაროგნატოვკას მიმართულებით – 120 და 82 მმ ნაღმტყორცნები, ავტომატური ტყვიამფრქვევები, მძიმე ტყვიამფრქვევები და თოფები.
ძველი აიდარის და მარინკას მიმართულებით – 120 მმ ნაღმტყორცნები.
ასევე, ცეცხლის გახსნა ამ და სხვა იარაღით დაფიქსირდა: მერსკის, ლობაჩოვოს, ნოვოსიოლოვკას, ლუგანსკის, მარიინკას, სვიტლოდარსკის, ტროიცის, პოპასნას, ზაიცევოს, ნევესკოს, შუმის, პოზვანოპვკას, ტრავნევეს, ლუგანსკის სადგურის, ავდიევკას და სხვა.
სროლის შედეგად, უკრაინის გაერთიანებული ძალების ერთი ჯარისკაცი დაიჭრა, ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის.