“აალება” შეიძლება, ნებისმიერ მომენტში მოხდეს” – პესკოვი დონბასში ვითარების დაძაბვაზე

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, დონბასში “აალება” ნებისმიერ დროს შეიძლება, მოხდეს.

ამის შესახებ მან დღეს დილიდან ლუგანსკის დასახლებულ პუნქტებში ინფრასტრუქტურის დაბომბის კომენტირებისას თქვა.

„საინფორმაციო იერიშის შედეგში გადაზრდის რისკი ყოველ წამს არსებობს, რომელიც გამოიწვევს ომის ახალ დაწყებას ჩვენი საზღვრების უშუალო სიახლოვეს“, – თქვა პესკოვმა.

მისი თქმით, ამის მიუხედავად, მოსკოვი კვლავ იკავებს „პასუხისმგებლიან პოზიციას“ უკრაინასთან მიმართებით და მზადაა დასავლელ პარტნიორებთან დიალოგისთვის.

პესკოვი ამბობს, რომ კრემლი კვლავ ისმენს ბრალდებებს უკრაინის საზღვრებთან დამრტყმელი პოტენციალის შენარჩუნების შესახებ, მაგრამ დასავლეთის არცერთი წარმომადგენელი არ საუბრობს უკრაინის შეიარაღებული ძალების დაგროვებაზე დონბასში, სადემარკაციო ხაზზე.

“პროვოკაციულ ქმედებებთან ერთად, რომლებიც ბოლო დღეს ან რამდენიმე დღის განმავლობაში გაძლიერდა, ეს არის ძალიან, ძალიან საშიში სიტუაცია“, – განაცხადა პესკოვმა.

დღეს, დილიდან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკში რამდენიმე სოფელზე საარტილერიო იერიში მინსკის შეთანხმებებით აკრძალული იარაღით მიიტანეს.

მომხდარის შედეგად, ორმა ქალმა ტვინის შერყევა მიიღო, ზიანი მიადგა შენობებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები