დავით სერგეენკო: როცა ქალაქზე, ოლქზე ან რაიონზეა საუბარი, მოსახლეობისადმი მხარში დგომის სურვილი უნდა გაგაჩნდეს და არამხოლოდ პოლიტიკური ტრიბუნის გამოყენების შესაძლებლობა

“ნაციონალურმა მოძრაობამ” კი არა, გაერთიანებულმა ლაშქარმა რომ დაუჭიროს მხარი ბადრი ჯაფარიძეს, ამომრჩეველი გრძნობს, ამ ადამიანს ტრამპლინად სჭირდება თუ რეალურად სურს მხარში დაუდგეს, ამას დაინახავენ და უპასუხებენ რუსთაველები”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანები ყველაფერს კარგად ხედავენ.

„ნებისმიერი გადაწყვეტილება რაღაც მიზანს უნდა ემსახურებოდეს, როცა ქალაქზე, ოლქზე ან რაიონზეა საუბარი, ამ მოსახლეობისადმი რაღაც უნდა გაგაჩნდეს, სოლიდარობა, მხარში დგომის სურვილი და ა.შ. და არამხოლოდ პოლიტიკური ტრიბუნის გამოყენების შესაძლებლობა. ამ ადამიანს პირადულად პატივს ვცემ, ჩემი კონკურენტი იყო საბურთალოზე, ახლა რუსთავშია, თუ დაამტკიცებს, რომ რუსთავის მოსახლეობის ინტერესები მისთვის ძალიან ახლოს არის და პოლიტიკური ტრამპლინი მეორეხარისხოვანია, მოიგებს, მაგრამ მე ვერ ვხედავ ამ შესაძლებლობას და ვერ შევაფასებ მის შანსებს. ვინც  უნდა დაუჭიროს მხარი, მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანები ხედავენ ყველაფერს კარგად და ანსხვავებენ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” კი არა, გაერთიანებულმა ლაშქარმა რომ დაუჭიროს მხარი, ამომრჩეველი გრძნობს ამას, ამ ადამიანს ტრამპლინად სჭირდება თუ რეალურად მხარში სურს დაუდგეს, დაინახავენ და უპასუხებენ რუსთაველები ამას”, – განაცხადა სერგეენკომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები