კონსურში „მწვანე ჯილდო“ მონაწილეობის მისაღებად განცხადებების მიღება გრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „მწვანე ჯილდო“ მონაწილეობა შეუძლიათ საშუალო სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგებსა და საბავშვო ბაღის აღმზრდელებს/მეთოდისტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს: დასაქმებულები არიან საგანმანათლებლო დაწესებულებებში; სასწავლო პროცესში ახორციელებენ გარემოსდაცვითი ან/და აგრარული თემების სწავლებას როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიმართულებით; ატარებენ აქტივობებს დამხმარე სახელმძღვანელოებიდან „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” (საშუალო სკოლაში) და „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”(საბავშვო ბაღში). განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 20 მარტი. 2021-2022 სასწავლო წლის საუკეთესო აღმზრდელის/მეთოდისტი და დაწყებითი საფეხურის (1-6 კლასი) მასწავლებელი გამოვლინდება გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, 5 ივნისს.

კონკურსი „მწვანე ჯილდო”, რომლის მიზანიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გარემოსდაცვითი საკითხების სწავლების ხელშეწყობა და აღმზრდელებისა და მეთოდისტების წახალისებაა, 2018 წლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები