დავით კეზერაშვილი დაკითხვაზე დაიბარეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი საგამოძიებო უწყებაში კიდევ ერთხელ დაიბარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი ბექა ბასილაია ავრცელებს. ადვოკატის განცხადებით, არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ დავით კეზერაშვილი პოლიტიკური დევნილია. ბასილაია მის საგამოძიებო უწყებაში დაბარებას ალოგიკურს უწოდეს.
„საფრანგეთის სასამართლომ უკვე გააკეთა ცხადი განმარტება, რომ პოლიტიკურ დევნას აწარმოებს დავით კეზერაშვილის მიმართ. აქედან გამომდინარე, უკვე ალოგიკურია მისი დაბარება საგამოძიებო უწყებაში, რადგან უკვე არსებობს დოკუმენტი, რომელიც ამბობს, რომ დავით კეზერაშვილი, ფაქტობრივად, პოლიტიკური დევნილია. მისი დაბარება მოწმის სახით საგამოძიებო ორგანოში მის მიტყუებას უფრო ჰგავს “, – აცხადებს ბექა ბასილია.
პრესკონფერენციაზე ბექა ბასილაიამ ჯოზეფ ქეის არადამაჯერებელ და ცრუ ჩვენებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბიზნესმენის ინტერესს მხოლოდ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები