მიქანაძე – სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: ეს არის აბსურდული ინიციატივა, რომელსაც არანაირ ლეგიტიმური საფუძველი არ გააჩნია

“ეს არის აბსურდული ინიციატივა, რომელსაც არანაირ ლეგიტიმური საფუძველი არ გააჩნია”, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ჟურნალისტების კითხვას, დაუჭერს თუ არა “ქართული ოცნება” მხარს სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას.

მისი თქმით, პოზიცია მმართველ გუნდში საერთოა და ისინი მხარდაჭერას არ აპირებენ.
მიქანაძემ განმარტა, რომ პარლამენტში ოპოზიცია 61 დეპუტატითაა წარმოდგენილი და “ნაცმოძრაობას” მმართველი გუნდის გარეშეც შეუძლია აღნიშნული კომისიის შექმნა.

„ამ შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ შეფარულად ერთადერთი განზრახვა აქვს – ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის თემა არავის ინტერესს არ წარმოადგენს, გარდა მისი პარტიის და მცირე რაოდენობის მხარდამჭერებისა. შესაბამისად, როდესაც ამ ყველაფერს ხედავენ, სურთ, როგორმე პროცესი გააღვიძონ, გამოაფხიზლონ, რათა მიხეილ სააკაშვილი მუდმივად დღის წესრიგში იყოს. სწორედ ეს არის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის მიზანი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები