პროკურატურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას 14:00 საათზე გააკეთებს
საქართველოს მთავარი პროკურატურა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით განცხადებას დღეს, 14:00 საათზე გააკეთებს. ექსპრეზიდენტი მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაკითხვაზე დღეს, 11:00 საათზე იყო დაბარებული, თუმცა რა საქმეზე, უცნობია. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, დაკითხვაზე არ გამოცხადდა.