პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელები აირჩია
პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელები აირჩია.
პარლამენტის ინფორმაციით, დეპუტატებმა კენჭისყრის შედეგად პერსონალური მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ლელა ჯანაშვილი 77 ხმით, 2-ის წინააღმდეგ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი კოკა (კარლო) კაციტაძეს 76 ხმით, 1 წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი.
პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად შეიქმნა. ახალი სამსახურების ხელმძღვანელები პარლამენტმა 6 წლის ვადით აირჩია.