ქდმ-ის ნაწილი ბურჯანაძის წინააღმდეგ გამოდის

“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წევრთა ნაწილი ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგ გამოდის. მათი პრეტენზიები თავმჯდომარის არჩევის ლეგიტიმურობას მოჰყვა. ქდმ-ს წევრმა გოჩა ჯოჯუამ განაცხადა, რომ ნინო ბურჯანაძისთვის ნდობის გამოცხადება უკანონოდ მოხდა. ნინო ბურჯანაძე ქდმ-ის თავმჯდომარე იურიდიულად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, 6 ივნისს გამართულ ყრილობაზე გახდა.
“ნინო ბურჯანაძე თანამონაწილე გახადა სწორედ ლევან ვეფხვაძის შარლატანურმა სქემამ, სადაც 204 დელეგატის ნაცვლად, როგორც ეს ოქმში წერია, რეალურად 70 ადამიანი იყო. ამ სამოცდაათიდან მხოლოდ 15 იყო “ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობიდან. ჩვენ იუსტიციის სამინისტროში განაცხადს შევიტანთ, რომ ყრილობა არასწორად იყო ჩატარებული, თუმცა, საერთო ჯამში, ეს საქმე სასამართლომდე მივა“, – განაცხადა ქდმ-ს წევრმა გოჩა ჯოჯუამ.
ქდმ-ს ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა ჯოჯუას ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ ყრილობა აბსოლუტურად ლეგიტიმურად ჩატარდა.
“ჩვენ ვუთხარით, რომ კოალიცია შედგება ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, ჯოჯუამ განაცხადა, რომ პარტიას დატოვებდა და მან ეს გააკეთა. პოლიტიკური შარლატანობა იმას ჰქვია, როდესაც სამი თვის წინ წასული ადამიანი დღეს გამომიცხადებს, რომ პარტიასთან დაკავშირებით ამბიციები, ინტერესები და მადა გაეზარდა. ყრილობა აბსოლუტურად ლეგიტიმურად იყო ჩატარებული“, – აღნიშნა ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები