პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსად ლელა ჯანაშვილი დაინიშნა
პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსად ლელა ჯანაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა.
პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე ლელა ჯანაშვილის კანდიდატურას 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო ორი წინააღმდეგ წავიდა. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის მეორე კანდიდატურას, თამარ ალფაიძეს 4 მხარდამჭერი ჰყავდა, ხოლო სამი დეპუტატი წინააღმდეგი იყო.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი პარლამენტმა 6 წლის ვადით აირჩია.