გურამ მაჭარაშვილი: ნათელაშვილს და ხოშტარიას 70 სხდომა აქვთ გაცდენილი არასაპატიო მიზეზით, ბადრი ჯაფარიძეს მართლმსაჯულებამ განაჩენი გამოუტანა – კონსტიტუციაში წერია, რომ ეს არის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი

შალვა ნათელაშვილს და ელენე ხოშტარიას მეათე მოწვევის პარლამენტში და 70 სხდომა აქვს გაცდენილი არასაპატიო მიზეზით, ამაზე მეტი მიზეზი რა შეიძლება, არსებობდეს, რომ შეუწყდეს უფლებამოსილება პარლამენტის წევრს, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა POSTV-ის ეთერში.

რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, გურამ მაჭარაშვილის თქმით, მან ოდესღაც ჩაიდინა ისეთი სამართალდარღვევა, რომლის გამოც მართლმსაჯულებამ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და კონსტიტუციაში წერია,  რომ ეს არის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი.

„შალვა ნათელაშვილს და ელენე ხოშტარიას მეათე მოწვევის პარლამენტში და 70 სხდომა აქვს გაცდენილი, არასაპატიო მიზეზით, ამაზე მეტი მიზეზი რა შეიძლება, არსებობდეს, რომ შეუწყდეს უფლებამოსილება პარლამენტის წევრს. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, იყო პოლემიკა პარლამენტში. არავის ეხალისება, მათ შორის, ირაკლი ქადაგიშვილს, ვის ადანაშაულებენ ამაში – არ ვიცი, არაერთხელ ვთქვი, რომ თვითონ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დამდგარიყო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ამ შემთხვევაში ბატონ ბადრისთან მიმართებით არავის დაუძალებია, რომ მან ოდესღაც ჩაიდინა ისეთი სამართალდარღვევა, რომლის გამოც მართლმსაჯულებამ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. კონსტიტუციაში წერია, რომ ეს არის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე, საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი დღეს მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები