საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტას ეხმაურება.
“დღეს არსებული შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, არ ვეთანხმები დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას!”, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, პარლამენტმა ელენე ხოშტარიას, შალვა ნათელაშვილსა და ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.