ელენე ხოშტარიას, შალვა ნათელაშვილსა და ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბადრი ჯაფარიძისთვის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისათვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

სხდომას 116 დეპუტატი ესწრებოდა. ბადრი ჯაფარიძისათვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 38 წინააღმდეგი იყო.

შალვა ნათელაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 79 მომხრე ჰყავდა, ხოლო 28 – წინააღმდეგი.

რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას 77-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო 9 წინააღმდეგი იყო.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის მანდატების შეწყვეტა მათ მიერ პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენამ გამოიწვია.

რაც შეეხება “ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს, ამის ფორმალურ-სამართლებრივ საფუძველს მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები