კახა კალაძე თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
თბილისის მერი, კახა კალაძე თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
”კიდევ ერთი ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლე – პატრიოტი, ქვეყანასა და თავის ხალხზე შეყვარებული ადამიანი გამოაკლდა ჩვენს რიგებს.
პარლამენტის ყოფილი წევრის, თამაზ მეჭიაურის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ჩვენი საზოგადოებისთვის.
ვიზიარებ ბატონი თამაზის ოჯახის წევრების, მეგობრების, კოლეგების მწუხარებას”, – აღნიშნავს დედაქალაქის მერი.