არჩილ თალაკვაძე – გიორგი ბოტკოველს: თქვენი თანაგუნდელები ბევრჯერ მახსოვხართ სკამზე ასულებიც, უცნაური თამაშებით მაგიდებზე ასულებიც და ზოგ-ზოგიერთი მაგიდის ქვეშაც ომის დროს
„ნამდვილად არ იყო ღირსეული საქციელი, როდესაც თქვენი კოლეგის და პარლამენტის წევრის მშობლებზე ასე საუბრობთ. ეს თქვენ კარგად არ გახასიათებთ”, – ამ სიტყვებით უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციონერ გიორგი ბოტკოველს მიმართა.
“მე კარგად ვიცნობ დავით მათიკაშვილის მამას და ის ნამდვილად არ არის ის კაცი, რომ პოლიტიკის გამო სკამზე ავიდეს, აი, თქვენი თანაგუნდელები ბევრჯერ მახსოვხართ სკამზე ასულებიც, უცნაური თამაშებით მაგიდებზე ასულებიც და ზოგ-ზოგიერთი მაგიდის ქვეშაც ომის დროს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.