არჩილ თალაკვაძე – „სწორედ ირაკლი ღარიბაშვილმა უზრუნველყო საქართველოში ვაქცინების შემოტანა და უნივერსალური ხელმისაწვდომობა”
„პრემიერმინისტრის მიმართ მოვისმინეთ ბრალდებები, თითქოს, ის ანტივაქსერია. ირაკლი ღარიბაშვილმა უზრუნველყო საქართველოში ვაქცინების შემოტანა და უნივერსალური ხელმისაწვდომობა არა მხოლოდ ერთი ბრენდის ვაქცინაზე, არამედ – სხვადასხვაა ვაქცინაზე.
ადამიანი, რომელიც საჯაროდ ორჯერ აიცრა, ამბობთ, რომ ანტივაქსერია, მხოლოდ იმიტომ, რომ ე.წ. მწვანე პასპორტების გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. ძალიან კარგად იცით, რაც აქვს გაკეთებული ირაკლი ღარიბაშვილს კოვიდპანდემიის პერიოდში და დღეს რომ ქვეყანას აქვს ვაქცინაციაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა, ეს სწორედ პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობის პერიოდში მოხდა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.