არჩილ თალაკვაძე – „სამადაშვილს და მისი თანაგუნდელებს ერთი წამითაც არ უფიქრიათ ღირსებაზე და ახლა თურმე, როდესაც უკრაინა განსაცდელშია – ჩავიდნენ იმის სათქმელად, რომ საქართველო და მისი ხელისუფლება უღირსად იქცევა”
„სამადაშვილმა ბრძანა – უკრაინაში ვიყავი ჩასული, რათა გვეთქვა ჩვენი კოლეგებისთვის, რომ როგორ უღირსად მოიქცა საქართველო და მისი ხელისუფლებაო”, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
“ამაზე საუბრობს იმ გუნდის წარმომადგენელი, ის ადამიანი, რომელმაც ომის დროს საკუთარ ქვეყანაში მიატოვა მოსახლეობა, მიატოვა ჯარისკაცები, მიატოვა შეიარაღება, მიატოვეს ფრანგი საგარეო საქმეთა მინისტრი, როდესაც თვითმფრინავის ხმა გაიგეს, რეზოლუციას მოაწერეს ხელი, სადაც საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულეს ომის დაწყებაში, ადამიანებს ყოველდღე სცემდნენ ღირსებას ყრიდნენ და აწამებდნენ. სამადაშვილი და მისი თანაგუნდელები ერთი წამითაც არ შეწუხებულან და არ უფიქრიათ ღირსებაზე და ახლა თურმე, როდესაც უკრაინა არის განსაცდელში – ჩავიდნენ იმის სათქმელად, რომ საქართველო და მისი ხელისუფლება როგორ უღირსად იქცევა”, – განაცხადა თალაკვაძემ.