თეონა აქუბარდია: პოლიტიკური დასჯა „ლელოს” წინააღმდეგ სამი წელია, სასამართლოში გრძელდებოდა და დღეს ამ განაჩენის მოწმეები პარლამენტშიც უნდა გავხდეთ

????????????????????????????????????

„მინდა, იმ მძიმე გადაწყვეტილების წინ, რასაც თქვენ აპირებთ გამოუტანოთ ოპოზიციონერ დეპუტატებს და განსაკუთრებით, ბადრი ჯაფარიძეს, გთხოვთ, ვიდრე ღილაკს ხელს დააჭერთ, იცოდეთ, რომ ეს არის ჩემი მხრიდან, ისევე – როგორც ჩემი კოლეგების მხრიდან, შეფასებული როგორც პოლიტიკური დასჯის გაგრძელება, რომელიც “ლელოს” წინააღმდეგ უკვე სამი წელია, სასამართლოში გრძელდებოდა და დღეს ამ განაჩენის მოწმეები პარლამენტშიც უნდა გავხდეთ”, – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის” წევრმა, თეონა აქუბარდიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

მისი შეფასებით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა პოლიტიკური დასჯაა არა მარტო იმიტომ, რომ მანდატი უუქმდება ბადრი ჯაფარიძეს, რითაც ერთი მხრივ ხდება პარლამენტში ფრაქცია „ლელოს” დაშლა, მეორე მხრივ კი – დაფინანსების შეწყვეტა, რომელიც პირდაპირ მიბმულია პარლამენტში წევრთა რაოდენობაზე, არამედ ეს არის კიდევ ერთი ფინანსური ინსტრუმენტი „ლელოს” წინააღმდეგ და ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ და, ამასთანავე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ცესკო-ში წარმომადგენლობის საკითხი.

„როდესაც თქვენ შემდგომ ისაუბრებთ ხოლმე, რომ გსურთ ევროკავშირში განაცხადის გაკეთება და დემოკრატიის განმტკიცება ქვეყანაში, კარგად გაიხსენეთ დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელსაც თქვენ დღეს თითის მიჭერით განახორციელებთ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ასუსტებს ქვეყანას და კიდევ უფრო მეტად აძლიერებს იმ დღის წესრიგს, რომელიც თქვენ შემოიტანეთ ამ პარლამენტში პოლიტიკური პოლარიზაციის კუთხით და შეხსენებით სიების ჩახსნასთან მიმართებით არ გათავისუფლებთ თქვენ პასუხისმგებლობისგან, რომელსაც თქვენ დღეს იღებთ”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები