ირაკლი ჩიქოვანი – „მედიასაშუალებებმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრეს იმაზე, თითქოს, პრემიერმინისტრმა ანტივაქსერული განცხადება გააკეთა”

????????????????????????????????????

„ყველამ მოუსმინეთ პრემიერმინისტრის მიმართვას და ნახეთ, რომ პრემიერმინისტრი პირდაპირ საუბრობს იმაზე, რომ ვაქცინაციის კამპანია უნდა გავაგრძელოთ, მოსახლეობის კიდევ უფრო მეტად ინფორმირება უნდა მოახდინოთ და წახალისების ის მექანიზმები, რომელიც ჩვენ გვაქვს, კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ”, – ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ზოგიერთები პოპულიზმის გამო საზოგადოების მოტყუებას ცდილობენ.

„შეიძლება, არ გვჯერა კიდეც, მაგრამ ტრენდში ვართ ჩაკეტილები და მედიასაშუალებების ტყვეობაში, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ ისაუბრეს იმაზე, რომ თითქოს პრემიერმინისტრმა ანტივაქსერული განცხადება გააკეთა.

ხომ კარგად ნახეთ, რომ ყველა როგორც რეგიონულ დონეზე, ისე მუნიციპალიტეტების დონეზე, მონდომებულია, რომ ვაქცინაცია წახალისდეს. ამ ქვეყანას აქვს ძალიან კონკრეტული გეგმა იმისთვის, რომ ჩვენ დავძლიოთ პანდემიის მძიმე შედეგები და ეს არის ძალიან მძიმე არა მხოლოდ საქართველოსთვის არამედ მთლიანად მსოფლიოსთვის. ის მონაცემები რაც ჩვენ გვაქვს, არის მართლაც იმედის მომცემი და გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი ქვეყანა ეკონომიკური განვითარების იმ ტემპებს დაუბრუნდება, რომელიც პანდემიამდე იყო. ალბათ, ეს არის რაც გაღიზიანებთ”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები