ტარიელ ნაკაიძე: მოგიწოდებთ, შეაჩეროთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსების შერჩევის პროცესი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის –  „რეფორმების ჯგუფის” წევრი, ტარიელ ნაკაიძე პარლამენტს მოუწოდებს, შეაჩეროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსების შერჩევის პროცესი.

„კანონის უზენაესობის დამკვიდრების პრეტენზიის მქონე სახელმწიფოში პარლამენტი უნდა დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან უწყებები, რომელთა ხელმძღვანელებსაც ჩვენ ახლა ვირჩევთ არის „ქართული ოცნების” მიერ თვითნებურად გაუქმებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამართალმემკვიდრე.

ამიტომ, მოგიწოდებთ, შეაჩეროთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსების შერჩევის პროცესი. ასევე, დღეს საქართველოს პარლამენტის წევრების ბადრი ჯაფარიძის და შალვა ნათელაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტაზე მხარდაჭერა დარჩება ქართული საპარლამენტო ისტორიის შავ ლაქად. იმედია, ამ ცუდ პრეცედენტს არ შექმნის „ქართული ოცნება”, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები