3 ოქროს მედალი, 5 ვერცხლი და 2 ბრინჯაო – ქართველი სამბისტების წარმატება მინსკში გამართულ ევროპის თასზე

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გამართულ სამბოს ევროპის თასზე საქართველოს სამბოს ეროვნულმა ნაკრებმა 10 მედალი მოიპოვა.
ჩემპიონის ტიტული ქალთა შორის 80 კგ. კატეგორიაში ნინო ოძელაშვილმა მოიპოვა.
პირველი ადგილი არავის დაუთმეს მინდია ლილუაშვილმა და ბესარიონ ბერულავამაც.
ვერცხლის მედლები მოიპოვეს ელენე ქებაძემ, გიორგი ზაქარიაძემ, გიორგი ნასყიდაშვილმა , პაატა ღვინიაშვილმა და ომარ ნიაზაშვილმა
რაც შეეხება ბრინჯაოს, ევროპის თასზე მესამე ადგილი დათო ლორიაშვილმა და გიორგი კანკავამ მოიპოვეს.

სამბოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, ავთანდილ ცინცაძის განცხადებით, სამბო როგორც სპორტის სახეობა, ახალ ეტაპზეა, რადგან ოლიმპიური სპორტის სახეობად იქნა აღიარებული. ქართველი სამბისტების წარმატებები კი იმედს იძლევა, რომ სამომავლოდ ისინი საქართველოს უფრო მეტ წარმატებასა და გამარჯვებას მოუტანენ.

“მინდა, მივულოცო თითოეულ სპორტსმენს, ქართული სამბოს გულშემატკივრებსა და სრულიად საქართველოს ეს დიდი წარმატება.

სამბო, როგორც სპორტის სახეობა დღეს მნიშვნელოვან ეტაპზეა. როგორც მოგეხსენებათ, ტოკიოში საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სამბოს მუდმივი აღიარება მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოლიმპიური ოჯახის წევრობამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი. ჩვენი სპორტსმენები აგრძელებენ წარმატებით ასპარეზობას, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ როდესაც სამბო ოლიმპიური ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდება, ჩვენი სპორტსმენები ქვეყანას კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოუტანენ”,- განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები