ამირან გამყრელიძე: არ მოხდება ისე, რომ გავიღვიძებთ და არ იქნება პანდემია
“არ მოხდება ისე, რომ გავიღვიძებთ ხვალ და არ იქნება პანდემია. ის ნელ-ნელა უნდა მინელდეს და ძირითადი შეხედულება იცით, რომ, დიდი ალბათობით, გადაიქცეს ენდემურ, სეზონურ ინფექციად”, – ამის შესახებ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პანდემიასთან ბრძოლის მთავარ იარაღად კვლავ პირბადის ტარება და ვაქცინაცია რჩება.
„მთავარ იარაღად პირბადე რჩება. ამიტომ, პირბადეს ჩვენ ჯერჯერობით ვერ შეველევით ვერც ღია და ვერც დახურულ სივრცეებში.
ყველაზე მთავარია პირბადის ტარება და რაც შეიძლება მეტის ადამიანის აცრა, განსაკუთრებით, ვინც ორჯერ არის აცრილი, აუცილებლად გაიკეთონ ,,ბუსტერ,, დოზა”, – განაცხადა გამყრელიძემ.