ამირან გამყრელიძე: “ომიკრონის” გადატანის შემდგომ იმუნიტეტი დიდხანს არ რჩება, ამიტომ, ჩვენი მოწოდებაა აცრა

“ომიკრონის” გადატანის შემდგომ, გარკვეულად, იმუნიტეტი დიდხანს არ რჩება, ამიტომ, ყველასთვის ისევ მოწოდებაა აცრა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ,,ბუსტერი,, სერიოზულად იცავს ინფიცირებისგან, მათ შორის, “ომიკრონის” შემთხვევაში.

“ომიკრონის,, გადატანის შემდგომ გარკვეულად იმუნიტეტი დიდხანს არ რჩება, ამიტომ, ყველასთვის ისევ მოწოდებაა აცრა, ვინც არ არის აცრილი და განსაკუთრებით “ბუსტერი”, ვინც 2-ჯერ აცრილია. “ბუსტერზე” უკვე ბევრი კვლევაა, სერიოზულად იცავს ინფიცირებისგან, მათ შორის, “ომიკრონის”, ჰოსპიტალიზაციისა და ფატალური გამოსავლისგან”, — აცხადებს ამირან გამყრელიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები