პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომელიც ხუთ ძირითად მიმართულებას მოიცავს.

„ყველა ჩვენგანის ჩართულობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ის ამბიციური გეგემა, რომელიც კომიტეტს აქვს, წლის ბოლოს შესრულებული იყოს. რა თქმა უნდა, ამ სამოქმედო გეგმის დასახვა და ნაბიჯების დაგეგმვა ემსახურება ჩვენი საზოგადოების უკეთესს ხვალინდელ დღეს, უკეთეს სამართლებრივ რეგულირებას და უფრო მეტად დაცულ ადამიანის უფლებებს”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

სამოქმედო გეგმაში წარმოდგენილია ინფორმაცია კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საპარლამენტო კონტროლის მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებების, თანამდებობის პირთა არჩევასთან დაკავშირებული საქმიანობის, ასევე კომიტეტის ღიაობის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ორგანიზაციული საკითხებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები