სომხეთის მოქალაქეს დიდი რაოდენობით არადეკლარირებული ოქრო და ვერცხლი შემოჰქონდა

“სადახლო-საავტომობილოს” ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 25 ივლისს, საბაჟო გამშვები პუნქტის “სადახლო-საავტომობილოს” ტერიტორიაზე სომხეთის მოქალაქე ე.ა.-მ ერთ კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები და 110 კოლოფი სიგარეტი შემოიტანა. საქონელი აღმოჩნდა ავტობუსში, რომლითაც მოქალაქე გადაადგილდებოდა.
არადეკლარირებული საქონლის საერთო ღირებულებამ 36819,62 ლარი შეადგინა. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები