პარლამენტი საგამოძიებო კომისიის შექმნის ორ ინიციატივაზე იმსჯელებს

????????????????????????????????????

მიმდინარე სასესიო კვირაში საქართველოს პარლამენტი დადგენილების ორ პროექტს განიხილავს. ბიუროს გადაწყვეტილებით, ხვალ პლენარული სხდომა იმსჯელებს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის” მიერ წარდგენილ „საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ”.

პარლამენტის ინფორმაციით, დეპუტატები ასევე განიხილავენ პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის” 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას.

რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილებას სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით იღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები