მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად დაკითხვა არ განიხილება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად დაკითხვის საკითხი არ განიხილება, – ამის შესახებ “კვირას” ადვოკატმა ოთარ კახიძემ განუცხადა კითხვის საპასუხოდ, პროკურატურაში გამოუცხადებლობის შემდეგ დათანხმდება თუ არა სააკაშვილი დისტანციურ დაკითხვას. მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში დღეს, 11:00 საათისთვის იყო დაბარებული.
პროკურატურის ინფორმაციით, სააკაშვილი უწყებაში საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად დაიბარეს, თუმცა უცნობია, რა საქმეზე. მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში დღეს მეორედ იყო დაბარებული. პირველად ყოფილი პრეზიდენტი 27 მარტს დაიბარეს საგამოძიებო უწყებაში. პროკურატურის მაშინდელი განცხადებით, სააკაშვილი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით უნდა დაეკითხათ, მათ შორის, საგამოძიებო უწყებას ექსპრეზიდენტთან კითხვები ჰქონდა გირგვლიანის მკვლელობის, “ტელეიმედში” შეჭრის საქმეზე, მუხროვანის ამბოხზე, “ტვ 25-ის” საკითხზე, დაცვის სამსახურის ფინანსურ საქმიანობასა და “ქართუ” ბანკის გაკოტრების საქმეებზე. ამასთან, მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა დისტანციურ დაკითხვაზე თანხმობა განაცხადა, შემდეგ კი აღნიშნა, რომ ჩვენებას მხოლოდ სასამართლოში მისცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები