დმანისში ორმოცწყარო-მაშავერას წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის აქტიური სამუშაოები იწყება
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ორმოცწყარო-მაშავერას წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის აქტიური სამუშაოები იწყება.
“აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, პროექტის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გავმართე.
წყალმომარაგების სისტემას რეაბილიტაცია წყალმომარაგების სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდება, რომელიც 19 სოფელს და ქალაქ დმანისის მოსახლეობას ხარისხიან წყალს 24 საათიან რეჟიმში მიაწვდის.
პროექტის ღირებულება დაახლოებით 44 000 000 ლარს შეადგენს. ღირებულების 15 პროცენტი დაფინანსდება დმანისის ბიუჯეტიდან. მიმდინარეობს მოლაპარაკება რათა პროექტს დაემატოს სოფელი ვაკე”, – განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.