13 თებერვლის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 774 755 აცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 13 თებერვლის მონაცემებით სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 774 755 აცრა.
“მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 343 219, >18 ასაკის მოსახლეობის 46.7%. სრულად ვაქცინირებულია 1 233 366 ადამიანი , >18 ასაკის მოსახლეობის 42.9%. ბუსტერ დოზით აცრილია 195 637. 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 987 (2.25%) სრულად აცრილია – 2 972(1.68%). 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 482 (15.39%) სრულად აცრილია- 10 961 (13.52%). 12 თებერვალს ჩატარდა2 089 აცრა. ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge. ასევე შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები