ბადრი ჯაფარიძე: ჩვენ ვართ „ლელო საქართველოსთვის” და არანაირი ქოლგის ქვეშ გაერთიანებას არ ვაპირებთ

 

“ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ქოლგის ქვეშ გაერთიანებას არ აპირებს.

“ასეთი სისულელე თქვა უგულავამ – გაერთიანდნენ ყველა ერთი ქოლგის ქვეშო? – არ მგონია, ეგეთი რამე ეთქვას, ჩვენ ვართ „ლელო საქართველოსთვის”, არანაირი ქოლგის ქვეშ გაერთიანებას არ ვაპირებთ”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ყველა პოლიტიკურ პარტიას უნდა ჰქონდეს თავის ხედვა, სამოქმედო გეგმა.

“ოპოზიციური პარტიების ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანება, რასაც თქვენ ამბობთ, ეს არის სისულელე. ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს თავის ხედვა, სამოქმედო გეგმა, თავის მხარდამჭერები უნდა გაზარდოს მაქსიმალურად – ეს არის სწორი”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები