ალუდა ღუდუშაური – სააკაშვილის დაზარალებულად ცნობაზე: ბოლო ჭიქაც კი დაალევინა ჩვენმა სამართალდამცველმა, უკრაინის სპეცრაზმმა კი თმებით ათრია

“ქართული ოცნების” წევრის, ალუდა ღუდუშაურის თქმით, სააკაშვილთან მიმართებით ქართულ უწყებებს ძალაუფლებისთვის არ გადაუჭარბებიათ, მისი თქმით, ეს სააკაშვილის უკრაინაში დაკავების დროს მოხდა.
დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის ქართველი და უკრაინელი ადვოკატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც უკრაინის საგამოძიებო ორგანომ მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. საქმე ეხება რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში სააკაშვილის ეტაპირების დროს განვითარებულ მოვლენებს.

“სააკაშვილი, ყველამ კარგად ვიცით, როგორ ათრია თმებით უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმმა. ამასთან დაკავშირებით თუ აქვთ კითხვები, თორემ საქართველოში რაიმე სახის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბარი ზედმეტი და კომიკურია. ამოვიღოთ კადრები წარსულში უკრაინაში რომ დააკავეს და ის კადრებიც, როდესაც საქართველოში დააკავეს. ბოლო ჭიქაც კი დაალევინა ჩვენმა სამართალდამცველმა, როდესაც აკავებდნენ, როგორც ჩანს, ხინკალი აღარ ჰქონდათ,” – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები