ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ლელა ჯანაშვილს დაუჭირა მხარი
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ლელა ჯანაშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.
დღეს პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ორი კანდიდატურა განიხილა – ლელა ჯანიაშვილისა და თამარ ალფაიძის. კენჭისყრაში საპარლამენტო უმრავლესობის შვიდმა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა. ლელა ჯანიაშვილს შვიდივე დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი, ხოლო თამარ ალფაიძეს – ორმა დეპუტატმა.
საბოლოო გადაწყვეტილებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის არჩევის თაობაზე პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიღებს, სადაც კენჭი ორივე კანდიდატს უყრიან კენჭს.