მიხეილ სარჯველაძე: ხელისუფლების მიზანია, ოპოზიციას არ მისცეს საშუალება, დესტრუქციული ზრახვები სისრულეში მოიყვანოს

“არ მგონია, კობახიძის განცხადებები შთაბეჭდილებას ქმნიდეს, რომ ხელისუფლებას რაიმეს შიში აქვს, ეს ასე არ არის”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის საკონსტიტუციო ცვლილებებზე გაკეთებულ განცხადებას.

დეპუტატის თქმით, ხელისუფლების მიზანია, ოპოზიციას არ მისცეს საშუალება, გარკვეული ზრახვები სისრულეში მოიყვანოს.

“ერთადერთი, რისკენაც ილტვის ხელისუფლება, ეს არის ქვეყნის სტაბილურობა, რომ არავის მიეცეს შესაძლებლობა, დესტრუქციული ზრახვები სისრულეში მოიყვანოს, თუნდაც, ეს ქვეყნის ინტერესების დაკნინების ხარჯზე ხდებოდეს. ამის შესაძლებლობას ოპონენტებს არ მივცემთ, ეს იქნება პასუხი იმაზე, თუ რატომ ვთვლით, რომ ცალკეული საკითხები, საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება ეს თუ სხვა, განიხილებოდეს ამა თუ იმ კონკრეტულ დროს.

დესტრუქციული ქმედება ბევრი რამ შეიძლება, იყოს, მე გამიჭირდება ტემპში ავყვე იმ ფანტაზიებს, რომელიც არაკეთილსინდისიერი ქმედებების სახით შეიძლება, ოპოზიციას ჰქონდეს, მთავარია, რისკები აქ იყოს დაზღვეული”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღებამ მინიმუმ 2023 წლამდე გადაიწიოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები