თაკო ჩარკვიანი: პრეზიდენტისგან სააკაშვილთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო პასუხები მივიღე

სალომე ზურაბიშვილისგან, ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, ძალიან საინტერესო და ნაფიქრი პასუხები მივიღე მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა საინტერესო იყო.

„თავიდან უფრო ბუნდოვანებით დაიწყო შეხვედრა, გადავნაწილდით სხვადასხვა ოთახში, შემდეგ უფრო საინტერესო გახდა. საუბრის დროს გამოიკვეთა სრულიად განსხვავებული ხედვა და პროგრამები. უფრო გამოიკვეთა ის, რომ ასეთ პოლარიზაციას იწვევს რუსეთის და საქართველოს ურთიერთობა, რადგან ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული. ხელისუფლება არ უნდა უწყობდეს ხელს ,,ტროლთა,, ინსტიტუტის დაფინანსებას.

ძალიან რბილად მიდიოდა საუბარი. მოგვიანებით, როდესაც 6 საათი შესრულდა, გვქონდა საშუალება ქალბატონ სალომესთან გასაუბრებისა. ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, ძალიან საინტერესო და ნაფიქრი პასუხები მივიღე მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით, რამაც ობიექტურად გამიჩინა იმედი იმისა, რომ როგორც შეეძლება მას და რაც იქნება მის შესაძლებლობაში, ის ჩაერთვება, რომ პრეზიდენტის ინსტიტუცია არ გაბითურდეს და არ განადგურდეს მომავალში“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები