იაგო ხვიჩია: ძალიან მინდა, გუგავა შემოვიდეს პარლამენტში

“გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პარლამენტში “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შესვლას ურჩევნია გიორგი გუგავას შევიდეს.

„ძალიან მინდა, მაგალითად, იმ შემთხვევისთვის, თუ ბატონ შალვა ნათელაშვილს მანდატს ჩაუხსნიდნენ, გუგავა შემოვიდეს პარლამენტში. თანამშრომლობის კუთხით მისი შემოსვლა ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ გართობის კუთხით არ არის ცოტა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები