დავით მათიკაშვილი: ფაქტობრივად, როცა „ნაცმოძრაობაზე“ ვსაუბრობთ, შეიძლება, გახარიას პარტიასთან გავაიგივოთ, ხოლო როცა გახარიას პარტიაზე ვსაუბრობთ, იქვე „ნაცმოძრაობა“ ვთქვათ

“ფაქტობრივად, როდესაც “ნაციონალური მოძრაობაზე“ ვსაუბრობთ, შეიძლება, გიორგი გახარიას პარტიასთან გავაიგივოთ, ხოლო როცა გახარიას პარტიაზე ვსაუბრობთ, იქვე “ნაციონალური მოძრაობა“ ვთქვათ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ორივე პარტია ისეთი მოცემულობის შექმნას ცდილობს, რაც კანონის ფარგლებს სცდება.

“ფაქტობრივად, როდესაც “ნაციონალური მოძრაობაზე“ ვსაუბრობთ, შეიძლება, გიორგი გახარიას პარტიასთან გავაიგივოთ, ხოლო როცა გახარიას პარტიაზე ვსაუბრობთ, იქვე “ნაციონალური მოძრაობა“ ვთქვათ. ნათელია, რომ ეს ორი პარტია რეგიონულ დონეზე ქვეყნის არევასა და ისეთი მოცემულობის შექმნას ცდილობს, რაც კანონის ფარგლებს ცდება. როგორც  უნდა გაერთიანდნენ და დაიყონ, კანონისთვის გვერდის ავლის მცდელობა და არითმეტიკაზე უარის თქმა არ გამოუვათ. არ გამოუვათ ჩვენს მოსახლეობასა და პარტნიორებს თვალში ნაცარი შეაყარონ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სენაკში 33-წევრიან საკრებულოში, ოპოზიციამ 16 დეპუტატით გახსნა სხდომა. საპასუხოდ, “ნაციონალურ მოძრაობაში” “ქართული ოცნება” საბოტაჟის მცდელობაში დაადანაშაულეს. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები განგებ არ ესწრებიან სხდომებს, რომ საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარის არჩევა შეაფერხონ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები