მამუკა მდინარაძის განცხადებით, მთავრობაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მთავრობაში საკადრო ცვლილებები უახლოეს პერიოდში არ იგეგმება.

“5 დღის წინ როცა მკითხეთ ნათია თურნავას შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით, შემთხვევითი არ ყოფილა ჩემი პასუხი, სადაც მე არ გამოვრიცხე ეს ყველაფერი და გაგეცით ზოგადი პასუხი, იქიდან გამომდინარე, რომ არ მინდოდა, მეთქვა დაგეგმილი ცვლილებების შესახებ. არც დავადასტურე და არც უარვყავი.

კატეგორიულად შემიძლია, გითხრათ, რომ არანაირი ცვლილებები უახლოეს მომავალში არ იგეგმება”, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები