“ლელოს” ლიდერები შარლ მიშელის კაბინეტის წევრებს შეხვდნენ
“ლელოს” ლიდერები: ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის კაბინეტის წევრებს # საიმონ მორდიუსა და მაგდალენა გრონოს შეხვდნენ.
“ლელოს” ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის საკითხები, პოლარიზაციის პრობლემა ქართულ პოლიტიკაში, საქართველო- ევროკავშირის თანამშრომლობის პროცესში არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები.